თეგებით ძიება

„რასაც ვხედავთ, ეს ხელისუფლების პოლიტიკა არ არის! ეს მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკა!“ - დემურ გიორხელიძე

ექსპერტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ბიძინა ივანიშვილთან შეკითხვა მაქვს:

ქვეყნის არაფორმალური მმართველი ხართ, - ანუ ქართულ სახელმწიფოს უთხრით ძირს, რადგან ასეთი მმართველობა ანადგურებს სახელმწიფო უმთავრეს ინსტიტუტებს: მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს, პროკურატურას და ა.შ. მაგრამ ეს ერთი უბედურებაა! ვერაფრით გავიგე, პრაქტიკულად ერთმმართველი კაცი (კარგი/ცუდი - ახლა ამას არ ვარჩევ!), რატომ უნდა ხვდებოდეთ პირადად ამ ნაგავ ე.წ. "პოლიტიკურ ლიდერებს", აი, პარლამენტში რომ შეყარეთ და სასაცილო გახადეთ ეს  უმნიშვნელოვანესი ორგანო: რა პირობა უნდა მოგცენ ამ "ოპოზიციის" ლიდერებმა, თუ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, - ამ არარაობებმა?!

და თქვენ რომ აღარ იქნებით, ეს ქვეყანა სისხლში ჩაიძიროს ან ქართველი ეროვნულ უმცირესობაში გადავარდეს და ამდენი საუკუნის ისტორია გაწყვიტოთ?!

ასეთ რამეს თუ საკუთარ თავზე იღებთ, რაღაც უსაშველო გჭირთ და ეს უფლის რისხვის გარეშე არ ჩაივლის არავითარ შემთხვევაში, თუ ადამიანის რისხვამ მათი დაგლახავებულობის გამო არ გიწიათ!

ღმერთია მოწმე, ამ კითხვას ალალად ვსვამ, - რადგან ის ქვეყანა, ის კულტურა და ის გარემო, სადაც დავიბადე და აღვიზარდე, ჩემი წინაპრების ხსოვნა და მომავლისადმი პასუხისმგებლობამ მაიძულებს ღია ტექსტით ვისაუბრო!

რასაც ვხედავთ, - ეს ხელისუფლების პოლიტიკა არ არის! ეს მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკა!

მარდიული ამქვეყნად არაფერია!

არც იმქვეყნად წაუღია ვინმეს გახვრეტი შაურიც კი!

ცხოვრება - ეს მეხსიერებაა ღირსეულ ადამიანებზე, რომლებიც ტოვებენ ღირსეულ კვალს თავისი ცხოვრებით და ეს ყველაფერი ქვეყნის მასშტაბით გაიზომება და  არა პირადი სამოთხის შექმნით!“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა