თეგებით ძიება

ალეკო ელისაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შემადგენლობას ტოვებს

პარტია „მოქალაქეების“  წევრი ალეკო ელისაშვილი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში აღარ იქნება.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ელისაშვილმა გაიწვია თავისი მონაწილეობის თანხმობა.

„ალეკო ელისაშვილმა უკან გაიწვია თავისი მონაწილეობის თანხმობა და იგი უკვე დღეს, ამ მოცემულობაში აღარ იქნება კომისიის შემადგენლობაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა