თეგებით ძიება

"შეისწავლეთ დისკრიმინაციის ფაქტი" - ონლაინ მედიის წარმომადგენლები სახალხო დამცველს მიმართავენ

ონლაინ მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც  შალვა პაპუაშვილი პარლამენტში უკვე მეორე დღეა, არ უშვებს, სახალხო დამცველს მიმართავენ. 

"შეისწავლეთ დისკრიმინაციის ფაქტი" - ეუბნებიან ჟურნალისტები სახალხო დამცველს. 

მეორე დღეა, იზღუდება ჩვენი, ჟურნალისტური უფლება, არ გვეძლევა პარლამენტში მუშაბის უფლება ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვის დროს, რომელიც გვეხება უშუალოდ ჩვენც. მხედველობაში მაქვს, რუსული კანონი, რომლითაც უნდათ ამ ქვეყანაში ავტოკრატია დაამყარონ და უნდათ მივიღოთ რუსეთი"- აცხადებს "ნეტგაზეთის" წარმომადგენელი, ნესტან ცეცხლაძე.

ონლაინ გამოცემის ჟურნალისტები მოითხოვენ, პარლამენტის თავმჯდომარის აღნიშნული ბრძანება დისკრიმინაციულად დადგინდეს.

„შალვა პაპუაშვილის უკანონო ბრძანებით, ორი დღის განმავლობაში არ გვიშვებენ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უკანონოდ. ბატონი პაპუაშვილის ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად დისკრიმინაციული, ის გვდევნის ონლაინ მედიას იმის გამო, რომ "ქართული ოცნების" რუსული ნარატივისგან განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს "რუსულ კანონთან" მიმართებით.

მოვითხოვთ დისკრიმინაციის დადგენას უმოკლეს ვადებში, რათა მუშაობის განახლების შესაძლებლობა მოგვეცეს",-განაცხადა ჟურნალისტმა, გელა მთივლიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა თითქმის 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხმაურის ფონზე ჩატარდა.

კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა