თეგებით ძიება

ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცველები ცდილობენ, დაატოვებინონ ჭიჭინაძის ქუჩა, სადაც ახლა იმყოფებიან.

„ესენი უკვე ხელებს იქნევენ, ხულიგნობაზე არიან გადასულები. ამას არ შევარჩენთ. დღევანდელი ღამე სხვანაირად დამთავრდება, ამის პირობას ვაძლევ ქართულ მოსახლეობას“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, სოფო ჯაფარიძე და სხვები.

ყველა მოქალაქემ პასუხი უნდა გავცეთ გულწრფელად და ყველამ თავისი სინდისის თანახმად იმოქმედოს. [ეშინია "ქართულ ოცნებას"] ხალხის, თქვენი, ჩემი და ყველასი. აქ არაფერ შუაში აღარ არის პოლიტიკური, ვიწროპარტიული მიმდინარეობები. აქ არის ან ეროვნული ინტერესი ან რუსული ინტერესი. ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს არანაირი მორალური ჰიგიენა, არანაირი ზნეობა..., - ამბობს ნიკა მელია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა