თეგებით ძიება

მზად ვარ, თქვენს ტრანსპორტირებას გავუკეთო ორგანიზება - მამუკა ხაზარაძე რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას მიმართავს

"ლელოს" ლიდერი რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართავს - შემოგვიერთდით, მზად ვარ,  ტრანსპორტის ორგანიხება საკუთარ თავზე ავიღო"- თქვა "რეაქციაში" მამუკა ხაზარაძემ. 

მისი თქმით, რუსული კანონის მიღებით "ივანიშვილს საქართველო მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში მიჰყავს". 

ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, ჩვენი ქვეყნისთვის, ოჯახებისთვის, შვილებისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის. უნდა გამოვიდეთ რაც შეიძლება მეტი - მე მინდა მივმართო რეგიონში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. უნდა შემოგვიერთდეთ, პირადად მე, ჩვენი პარტია მზად არის, გავაკეთოთ ორგანიზება, ამას ღიად ვამბობ - ტრანსპორტის და ყველანაირი ორგანიზება, იმიტომ რომ ეს არ არის რიგითი კანონი, ეს არის კანონი, რომლის მიღების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ტრაექტორია იცვლება. არანაირი დათმობა არ იქნება"- თქვა ხაზარაძემ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა