დეპუტატებმა პარლამენტი სპეცრაზმის კორიდორის საშუალებით, მომიტინგეთა შეძახილების ფონზე დატოვეს
დეპუტატები საქართველოს პარლამენტის შენობას სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ გაკეთებული კორიდორის საშუალებით ტოვებენ.
დეპუტატების გამოსვლამდე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან გზა გაათავისუფლა.
უმრავლესობის დეპუტატებს აქციის მონაწილეები შეძახილებით და სტვენით შეხვდნენ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება.