პრეზიდენტმა მიშელსა და მაკრონს მიმართა, ხვალინდელ სხდომაზე საქართველოს ვითარება განიხილონ
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართა, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ.
„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის”, – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.