„რა თქმა უნდა, წინ, ევროპისკენ!“ - მოსამართლე ლევან დარბაიძე
მოსამართლე ლევან დარბაიძე რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:
"თუ მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, ვერ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას (78-ე მუხლი), ჩემ სამშობლოს, როგორ დავიცავ ადამიანის უფლებებს, რომელთა წინაშეც ვარ ანგარიშვალდებული?! რა თქმა უნდა, წინ, ევროპისკენ!" - წერს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.