აქცია ყველა შემთხვევაში გაიმართება, ესენი ვერავის ვერაფრით შეაშინებენ, გამორიცხულია! - ზურაბ ჯაფარიძე
აქცია ყველა შემთხვევაში გაიმართება. ესენი “სპრეებით” და ვერაფრით ვერავის შეაშინებენ, გამორიცხულია,- ამის შესახებ “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა.
ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, აქციას, რომელიც პარლამენტთან დღეს, 12:00 საათისთვის დაანონსდა, პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან.
ამასთან, მან ისაუბრა “ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებულ პროტესტზე და 16 აპრილის ღამის აქციაზე მომიტინგეთა დარბევაზე.
„გუშინ ღამე, ზუსტად აქ (პარლამენტის უკანა შესასვლელთან) ვიდექით, არავინ არაფერს აშავებდა და დარწმუნებული ვარ, ამის ვიდეოკადრი არსებობს. ერთადერთი რაც ხდებოდა იმ შუშიდან (პარლამენტის შენობის) ჩანდა, რომ პარლამენტარები ვიღაცას კიბეებზე ჩამოჰყავდა, შუშასთან ხალხი ლაზერებს ანათებდა და აგინებდა. ეს ხალხი გაჰყავდათ იქიდან, არავის არაფერი დაუშავებია. უცებ შემოცვივდა ხარებას ხალხი ზემოდან, დაიკავეს მთელი ტერიტორია, იქიდან ჩამოყარეს ხალხი, გაგვეცალნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და წამოვიდა „ომონი“ თუ არ ვიცი, რა ჰქვია მაგათ და დაგვარბიეს, გვდიეს, გვირტყეს, ხალხი გაიტაცეს. ჩვენგან, ვინც არის დაკავებული, ყველა ნაცემია. დილის 08:00 საათზე მივაგენით სხვადასხვა იზოლატორებში, მანამდე ინფორმაციაც არ გვქონდა”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ დარბევა მოქალაქეების გაფრთხილების გარეშე მოხდა.