„ჩვენს სიტყვას სული, იგივ შინაარსი აქვს. მათ სიტყვა კი - ცარიელია. ჩვენ მართლები ვართ, შესაბამისად - მოვიგებთ“ - შალვა რამიშვილი
"პოსტ tv"-ის მფლობელი, შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"საჭიროა, რომ სიტყვას სულიც ჰქონდეს" - წმ იოანე დამასკელი.
რა სულისკვეთება აქვს სიტყვებს "არარუსულკანონს"?
არანაირი, რადგან არგუმენტია: "იმან თქვა!"
ქურდულ სამყაროშიც კი არაქურდს შეუძლია მოითხოვოს ქურდს სიტყვის ახსნა-განმარტება. ეჭვქვეშ დააყენოს მისი სიტყვა, ეს ხდება ყველაზე დახურულ-კლანურ დანაშაულებრივ საზოგადოებაში, სადაც უმკაცრესი იერარქიაა.
აქ კი ლიბერალ "ევროპელები" ჩვენ გვთავაზობენ "რწმენით" დოგმატს, სადაც მოციქულები (ქურდები) დასავლელი ბიუროკრატები არიან.
მათ ჰყავთ "მდედრიონი", რომელიც უბრალოდ რიტუალურ ისტერიას მართავს განხილვაზე.
ჰყავთ ვირი-მუტრუკი ვინმე ალეკო, რომელიც ეპარება ოპონენტს და ლაჩრულად ურტყავს
არიან გზააბნეულიც ან უბრალოდ დევიანტები რომლებსაც ყველაფრის დანგრევის სურვილი აგიჟებს.
რაც მთავარია არსებობს უცხოეთიდან დაფინანსებული ქსელი, რომელიც ფულს ხარჯავს "რევოლუციური" მზადყოფნის გაძლიერებაში.
ეს არახალია. საუკუნეებია რაც ერთი და იგივე ხდება.
როგორ უნდა მოვიქცეთ?! როგორც იქცევა მდინარაძე - მშვიდად და მტკიცედ განვაგრძოთ ჩვენი საქმის კეთება.
მთავარი ამოცანა კინტო-ალეკოსი იყო სპიკერის გამოთიშვა, მთავარი ამოცანა ჩვენი მტრებისა (აქციაზე მისულთ არ ვგულისხმობ) არის რომ დაგვაკარგინოს სიმშვიდე, წონასწორობა და შეცდომა დაგვაშვებინოს.
ჩვენს სიტყვას სული, იგივ შინაარსი აქვს. მათ სიტყვა კი - ცარიელია. ჩვენ მართლები ვართ, შესაბამისად - მოვიგებთ. უბრალოდ მშვიდად უნდა ვიყოთ მეგობრებო.
ესაა და ეს :)" - წერს შალვა რამიშვილი.