თეგებით ძიება

Tia.ge-ს წინასაარჩევნო კვლევა: "ოცნება" - 43%, "ენმ" - 18%, "ახალი" - 12%

საინფორმაციო სააგენტო Top Information Agency (Tia.ge)-მ წინასაარჩევნო კვლევა ჩაატარა. სატელეფონო, სოციალური ქსელებისა და ქუჩაში პირისპირ გამოკითხვის მეშვეობით თბილისსა და რეგიონებში გამოიკითხა 2000 რესპოდენტი. კვლევა ჩატარდა 13-16 აპრილს. გამოკითხულებს პასუხი უნდა გაეცათ კითხვაზე: "ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდით ხმას?"

შედეგები ასეთია:

  • "ქართული ოცნება" - 37.7%
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 15.8%
  • მელია/გვარამია "ახალი" - 8.4%
  • "ლელო" - 4.3%
  • გახარია "საქართველოსთვის" - 3.2%
  • "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1.6%
  • ალეკო ელისაშვილი "მოქალაქეები" - 2.0%
  • "ლეიბორისტული პარტია" - 1.0%
  • "ხალხის ძალა" - 1.0%
  • "ევროპული საქართველო" - 0.9%
  • სხვა პარტიები - 1.8%
  • არ ვიცი, არ გადამიწყვეტია - 14.9%
  • არცერთს/არ მივდივარ არჩევნებზე - 7.4%

მიუხედავად იმისა, რომ ალოკაცია საკმაოდ პრობლემატურია ჩვენ ვცადეთ ის გაგვეკეთებინა. ამისთვის დამატებითი კითხვები გამოვიყენეთ. ალოკაციის შედეგები ასეთია:

  • "ქართული ოცნება" - 43.3%
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 17.6%
  • "ახალი" - 12.0%
  • "ლელო" - 6.1%
  • "საქართველოსთვის" - 5.0%
  • "მოქალაქეები" - 2.3%
  • "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 2.0%
  • "ევროპული საქართველო" - 1.3%
  • "ხალხის ძალა" - 1.3%
  • "ლეიბორისტები" - 1.2%
  • სხვა პარტიები - 2.2%
  • ალოკაცია ვერ მოხერხდა - 5.7%

აღსანიშნავია, რომ ჩვენი სააგენტოს მიერ 1 თვის წინ ჩატარებულ კვლევასთან შედარებით აშკარად გაზრდილია პოლარიზაცია და რადიკალური განწყობები. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი შემცირდა. გაიზარდა, როგორც მმართველი პარტიის, ისე მთავარი ოპოზიციური ძალის - ენმ-ის რეიტინგი. მელია/გვარამიას ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა რამდენჯერმე გაზრდილია. კლება განიციდა გიორგი გახარიას პარტიამ. რეგიონებში მცხოვრებ გამოკითხულებში უფრო მაღალია მმართველი პარტიის რეიტინგი, ხოლო 18-დან 30 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ოპოზიციური პარტიები ლიდერობენ. 

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა