თეგებით ძიება

აქციების უკან ყველასთვის გამოცდილი და ნაცნობი ჰოლივუდის ხელი ჩანს - მედვედევი

 რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს გამოეხმაურა.

მედვედევის თქმით, ვინც თბილისში განვითარებულ მოვლენებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, "პირველმა ესროლოს ქვა საკუთარ სარკეს" და დაამატა, რომ ამ აქციების უკან "ყველასთვის გამოცდილი და ნაცნობი ჰოლივუდის ხელი ჩანს."

"მთავარი, რაც პროტესტანტებს არ მოსწონთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს, არის ის, რომ ის, რომ ამ კანონს ისინი რუსულ იდეად და არა დასავლური ინიციატივად ხედავენ," - წერს მედვედევი.

"ერთი წლის წინ, სხვათა შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მისი ოფიციალური წარმომადგენლის პრაისის მეშვეობით, განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ამჟამინდელი კანონის წინა ვერსია გაიწვია, იმის გამო, რომ დოკუმენტი "ევროატლანტიკურ ღირებულებებთან" შეუთავსებელი იყო. კარგი, დიახ, მართალია. ღირებულებები განსხვავებულია. შავი ზღვა არ არის ატლანტიკური, საქართველო არ არის ჯორჯია, მიუხედავად სახელების მსგავსებისა," - დაწერა მან Telegram-ზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა