თეგებით ძიება

ისინი საფრთხეს უქმნიან კონსტიტუციით გარანტირებულ ქვეყნის ევროპული განვითარების ვექტორს, ანუ ტოვებენ კონსტიტუციური წესრიგის სივრცეს - ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

კანონის მიზნებსა და ამოცანებზე, მის შინაარსზე საუბარმა აზრი დაკარგა.

ახლა საკითხი მარტივად დგას - კანონს არ მიიღებენ, გვრჩება შანსი გავაგრძელოთ გზა ევროპისკენ, მიიღებენ და ვბრუნდებით რუსეთის იმპერიაში.

რაც შეეხება ხელისუფლებას:

კანონის მიღების პროცესის წარმოებით ისინი საფრთხეს უქმნიან კონსტიტუციით გარანტირებულ ქვეყნის ევროპული განვითარების ვექტორს, ანუ ტოვებენ კონსტიტუციური წესრიგის სივრცეს.

არ მიიღებენ, რჩებათ შანსი შეინარჩუნონ ქვეყნის მართვის კანონიერი, კონსტიტუციური  უფლება, მიიღებენ და კარგავენ კანონიერ ლეგიტიმაციას და ფორმდებიან ძალაუფლების უზურპატორებად ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა