თეგებით ძიება

ოპოზიცია მოქალაქეებს 19:00 საათზე დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

ოპოზიცია მოქალაქეებს 19:00 საათზე დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. „ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ევროპული მომავალი გარანტირებული არ იქნება.

„ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მოქალაქეებს მიმართა, რომ ჯერ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და შემდეგ, „ჩვენთან ერთად დაიცავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები“.

„ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლას ვიწყებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ, იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც მედვედევი ტაშს უკრავს, ჩვენი ევროპული მომავლისთვის. დღეს, ევროპული საბჭო სავარაუდოდ, იმსჯელებს რა რეაგირება უნდა მოახდინოს იმაზე, რომ მიმდინარებს საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ ძალიან მძლავრ ზეწოლას და ამიტომ არის, რომ ახლა თან იღებენ კანონს, რომ ბიძინა დაიცვან სანქციებისგან, იმიტომ, რომ სანქციები არის ფაქტობრივად, გზაში. მე მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, რომ საერთაშორისო ზეწოლა იქნება იმის პარალელურად, რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიურები და დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჯერ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენთან ერთად დაიცავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები,“ - განაცხადა სამადაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა