თეგებით ძიება

როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია საქართველოში მიმდინარე პროცესებს?

თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს უცხო­უ­რი მე­დია აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე წერს BBC, The Guardian, Al Jazeera, Euronews, The Kyiv Independent და ა.შ.

"სა­ქარ­თვე­ლო, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის ოდეს­ღაც ლი­დე­რი ქვე­ყა­ნა, ბოლო წლებ­ში გან­ცდი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლის გამო ხში­რად ექ­ცე­ვა კრი­ტი­კის ქვეშ", - ასე აჯა­მებს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Guardian-ი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ბო­ლოდ­რო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებს.

"ქარ­თვე­ლე­ბი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ სა­კა­მა­თო "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის" კა­ნონპ­რო­ექტს ორ­შა­ბათს ღა­მით აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. შსს-ს ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია თო­თხმე­ტი ადა­მი­ა­ნი", - წერს Euronews-ი.

„აქ­ცი­ა­ზე მი­სუ­ლი ხალ­ხი პატ­რი­ო­ტულ სიმ­ღე­რებს მღე­რო­და, ბევ­რი მათ­გა­ნი ევ­რო­კავ­ში­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას აფ­რი­ა­ლებ­და და ერ­თხმად გაჰ­ყვი­რო­და "არა რუ­სულ კა­ნონს" და რუ­სე­თის ზე­წო­ლის ქვეშ მოქ­ცე­ულ მთავ­რო­ბას "მო­ნებს" უწო­დებ­და“, - წერს Euronews-ი.

The Guardian-ს კი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ფრა­ზა აქვს მოყ­ვა­ნი­ლი, რო­მელ­შიც ის ამ­ბობს, რომ მთავ­რო­ბის ქცე­ვა მო­სახ­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა: "ეს პირ­და­პი­რი პრო­ვო­კა­ცია და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის რუ­სუ­ლი სტრა­ტე­გი­აა".

Amnesty International-მა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­და, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტოს რეპ­რე­სი­უ­ლი კა­ნო­ნის და­სა­წე­სებ­ლად აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი გა­ნუ­წყვე­ტე­ლი მცდე­ლო­ბე­ბი. მათ დას­ძი­ნეს, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის პირ­და­პირ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს.

აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი The Kyiv Independent-იც წერს:

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი პი­რე­ბი­სა და ჯგუ­ფე­ბის, მათ შო­რის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, აქ­ტი­ვის­ტე­ბის და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­სა­ჩუ­მებ­ლად მოს­კო­ვი ფარ­თოდ იყე­ნებს "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის" კა­ნონს".

წყა­რო: euronews


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა