თეგებით ძიება

არასამთავრობოები არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

არასამთავრობოები არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ქვეყანაში - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

რაც შეეხება იმას, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული რუსული კანონი, კობახიძე ირწმუნება, რომ ის არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული და რომ გამჭვირვალობა ყველას მოეთხოვება.

"მე მგონია, რომ ამ წლების განმავლობაში გამჭვირვალობის შესახებ კანონს რომ ემოქმედა, დონორებსაც გაუჭირდებოდათ პოლარიზაციის ღიად დაფინანსება საქართველოში და ენჯეოებსაც გაუჭირდებოდათ ასე ღიად პოლარიზაციის წახალისება ჩვენს ქვეყანაში. რომ გადახედო მათ სოციალურ ქსელებს, არასამთავრობოები არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ქვეყანაში.

რაც შეეხება იმას, თუ ვის წინააღმდეგ არის ეს კანონპროექტი მიმართული, ზოგადად, გამჭვირვალობა ვერავის წინააღმდეგ ვერ იქნება მიმართული. მითუმეტეს ვერ გაარჩევს ერთმანეთისგან მტრებს და მეგობრებს. გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება მტერზეც და მეგობარზეც, კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ სუბიექტზე. ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაზე, თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ყველა სამთავრობო განკარგულებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ. გამჭვირვალობა არის, პირველ რიგში, მეგობრებისადმი პასუხისმგებლობა", - ამბობს კობახიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა