თეგებით ძიება

„ენჯეოები“ სამწუხაროდ, ღიად არიან ჩართული ლგბტ პროპაგანდაში, რომელიც საკმაოდ უხეში ფორმით წარმოებს - ირაკლი კობახიძე

„ენჯეოები“ სამწუხაროდ, ღიად არიან ჩართული ლგბტ პროპაგანდაში, რომელიც საკმაოდ უხეში ფორმით წარმოებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოში, რა თქმა უნდა, ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული და აქ საქმე არ ეხება უფლებების დაცვას. ეს არის პირდაპირი, უხეში ლგბტ პროპაგანდა, რაშიც არიან ჩართული კონკრეტული „ენჯეოები“. აქაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო გამჭვირვალე დაფინანსება, „ენჯეოებს“ გაუჭირდებოდათ ამ პროპაგანდაში ასეთი უხეში ფორმით მონაწილეობა და გაუფრთხილდებოდნენ საკუთარი დონორების რეპუტაციას და მოუწევდათ გაფრთხილებოდნენ, შეიძლება მათი ინტერესების წინააღმდეგ, მაგრამ მოუწევდათ გაფრთხილებოდნენ სახელმწიფო და საზოგადოების ინტერესებს“, - აღნიშნა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა