აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან გადანაწილდნენ
აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან გადანაწილდნენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, "დეპუტატები ახლა გამოსვლას დაიწყებენ და ამისთვის უნდა მობილიზდნენ".
აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას პოლიცია არ აძლევს, მათ მოუწოდებენ, რომ ტროტუარებზე გადანაწილდნენ.
“მონებო", "მოღალატეებო" - ასე მიმართავს ერთ-ერთი აქციის მონაწილე პარლამენტის შესასვლელთან მობილიზებულ პოლიციელებს.