თეგებით ძიება

საქართველო კი მანამ იარსებებს, სანამ თავისუფლება იქნება მთავარი მოსახვეჭელი - ტურაშვილი

„არ ვარ საქართველოში და ვარ სამშობლოდან შორს და სამწუხაროდ არ ვარ იქ, სადაც ჩვენი შვილები დგანან, მაგრამ მათი სიყვარულით სავსე გულების ხმა აქაც მესმის და მიხარია რომ თავისუფლება მათთვისაც ისეთივე ბედნიერებაა, როგორც იმ წინა თაობებისთვის, ვინც ამდენი იბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. თუმცა ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, გაცილებით ადრე დაიწყო და მეტიც — ჩვენი ქვეყნის ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის თავგადასავალია და ეს თავგადასავალი მაშინვე დაიწყო, როცა საქართველო დაიბადა. საქართველო კი მანამ იარსებებს, სანამ თავისუფლება იქნება მთავარი მოსახვეჭელი ამ ქვეყნის ადამიანებისთვის და სანამ თავისუფლება ბედნიერებაა, საქართველოც მარადიული დღესასწაულია..." — დათო ტურაშვილი 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა