თეგებით ძიება

ხან სპორტსმენებს მივადექით, ხან მწერლებს, ხან მომღერლებს.. ჩვეულებრივი ძალადობაა ესეც.. - გოგა ჩანადირი

ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში მობრუნების შემმდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

არც სწორი მგონია და არც ევროპული, დაჟინებით სთხოვდე ვინმეს პოზიციის გამოხატვას რომელიმე საკითხზე, თუნდაც კანონზე და ასევე, პასუხის მოლოდინში ამუნათებდე კიდეც.

ხან სპორტსმენებს მივადექით, ხან მწერლებს, ხან მომღერლებს და ასე შემდეგ.

გასაგებია, უფლება გაქვს, ცნობილი პირის აზრი მოისმინო, მაგრამ ამისთვის დამუნათებასა და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მიმართო, გალანძღო, გააქილიკო, რანაირი ევროპული საკითხია? ჩვეულებრივი ძალადობაა ესეც.

ჩემი აზრით, ფეხბურთელებთან დაკავშირებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მეტი სიფრთხილე და მათი სიმშვიდის შენარჩუნებაზე ზრუნვა, რადგან წინ ძალიან საპასუხისმგებლო თამაშები აქვთ ევროპირველობაზე.

ის, რომ ნაკრების ფეხბურთელები ევროპაში თამაშობენ და ევროპირველობაზე გასასვლელადაც თავი გადადეს, ისედაც ნიშნავს, რომ მათ რუსეთი არ უნდათ და დასავლეთი ურჩევნიათ.

ის, რომ მათი პირადი ახლობლები და ფეხბურთთან დაკავშირებული თანამდებობის პირები არიან ქართულ პოლიტიკაში, მიზეზია, რომ ყველა ფეხბურთელი უფრო რადიკალური არ არის საკუთარ განცხადებაში და ეს მათი დამუნათებისა და გალანძღვის საფუძველი არ მგონია.

ისედაც დიდი ძალაა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეების რაოდენობის მხრივ, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და დასავლელი მოკავშირეების სახით და მართლა საამაყო ადამიანებს, იმათ, რომლებმაც უფრო დიდი საქმეები გააკეთეს ქვეყნისთვის ვიდრე მე და ჩემნაირებმა, ნუღარ გავსვრით და დავამუნათებთ - წერს გოგა ჩანადირი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა