მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცავებმა 3 პირი დააკავეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცავებმა 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამართალდამცავებმა განუცხადეს.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს, აქციაზე ვითარება დაძაბულია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შესვლას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.