თეგებით ძიება

რაც ახლა მთავრობის ადმინისტრაციასთან ხდება, ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - მამა დავით რუხაძე

რაც ახლა მთავრობის ადმინისტრაციასთან ხდება, ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელსაც ხელმძღვანელობენ ბანდიტი გვარამია, კიკუ ვაშაძის „ტრაგედია დაღმაშენებელი", ხულიგანი ელისაშვილი, „უბორნიის“ მწერალი რატრატი ამაღლობელი, შარვალჩახდილი „გირჩი“ და ნაცბანდა სრული შემადგენლობით, - ამის შესახებ მამა დავით რუხაძე Facebook-ზე წერს.

ის ახალგაზრდებს მოუწოდებს, გაემიჯნონ პოლიტიკოსებს.

„ამათ სამწუხაროდ ლეღვის ფოთოლივით აიფარეს ახალგაზრდობის ნაწილი და მათი გამოყენებით უნდათ მიაღწიონ ბინძურ მიზნებს. ახალგაზრდობას კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ, გაემიჯნეთ ამ გამყიდველ პოლიტიკოსებს, მოაშურეთ ეკლესიას, დაუბრუნდით სასწავლებლებს, აიმაღლეთ პროფესიული ცოდნა, ნუ მოუტანთ ქვეყნის მომავალს ზიანს! გახსოვდეთ, დესტაბილიზაცია და არეულობა გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანს ჩვენს სამშობლოს, რაზედაც პასუხისმგებლობა უსამშობლო ხალხთან ერთად, თქვენც დაგეკისრებათ!“, - წერს მამა დავით რუხაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა