ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე ოთხშაბათს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, იუწყება ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.
დაშავდა სულ მცირე 77 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს.
რუსეთს თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ოკუპანტების დარტყმამ შენობის ნგრევა გამოიწვია, ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.