თეგებით ძიება

საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით - კახა ოქრიაშვილი

"საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით" - ამის შესახებ "პროგრესისა და თავისუფლების" ლიდერი, კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიღმაა და მათი არალეგიტიმურობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოფიციალურად გაფორმდება.

"დღეს ჩვენ, ყველა ქართველი, ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით, ანუ საქართველოში ევროპულად, ე.ი. დაცულად, მშვიდად და უზრუნველყოფილად ცხოვრების გავლენის აგენტები გამოვდივართ. ასე ვფიქრობთ პრაქტიკულად მთელი ერთი - 95 %-მდე ქართველი.

და საერთოდ რა შუაშია „ოცნება“ ?! ხელისუფლება არაფერ შუაშია, რადგან ამ ქმედებებით ის პოლიტიკურ ოფსაიდშია, რაც 2024 წლის არჩევნებში გარდაუვლად გაფორმდება!", - წერს კახა ოქრიაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა