თეგებით ძიება

პარლამენტი გენდერულ კვოტებზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი გენდერული კვოტების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება.

ჯერჯერობით, ცნობილი არაა, როდის ჩატარდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა.

პარლამენტმა გენდერული კვოტები 4 აპრილს გააუქმა.

გენდერული კვოტების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი „გირჩი“ იყო და მას საპარლამენტო უმრავლესობა უჭერდა მხარს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა