თეგებით ძიება
18. 04. 2024 ვიდეო

ქალმა გარდაცვლილი ბიძის ცხედარი ბანკში ეტლით მიიტანა და მისი სახელით სესხის აღება სცადა - შოკისმომგვრელი კადრები

რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს ერთ-ერთ ბან­კში ქალ­მა გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ძის ცხე­და­რი ეტ­ლით მი­ი­ტა­ნა და მის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი სეს­ხის აღე­ბა სცა­და. მას სურ­და მი­ე­ღო ბი­ძის­თვის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი თან­ხა 17 ათა­სი ბრა­ზი­ლი­უ­რი რე­ა­ლის ოდე­ნო­ბით (და­ახ­ლო­ე­ბით 8500 ლარი).

უჩ­ვე­უ­ლო კლი­ენ­ტმა ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებს უთხრა, რომ ბი­ძას სეს­ხის აღე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. ამავდრო­უ­ლად, მან მიც­ვა­ლე­ბულს თი­თებს შო­რის კა­ლა­მი ჩა­უ­დო, ქა­ღალ­დე­ბი მას­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა და ხე­ლის მო­წე­რა­ზე „და­ყო­ლი­ე­ბა“ სცა­და. ქალს იმე­დი ჰქონ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ნა­თე­სა­ვის ან­გა­რი­შე­ბის მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მი­ი­ღებ­და, რად­გან ის ამა­ვე დროს ბი­ძის მე­ურ­ვე გახ­ლდათ.

"აქ მო­ა­წე­რე ხელი", - ეუბ­ნე­ბო­და ბრა­ზი­ლი­ე­ლი ქალი ბი­ძას, რო­მე­ლიც ლო­გი­კუ­რია დუ­მი­ლით უპა­სუ­ხებ­და.

ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­ნიშ­ნეს, რომ წყვილს შო­რის რა­ღაც რიგ­ზე არ იყო და კა­მე­რით ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა და­ი­წყეს. კად­რებ­ში ჩანს, რომ ეტ­ლში მჯდომ კაცს, თავი არა­ბუ­ნებ­რი­ვად უვარ­დე­ბო­და წინ, თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ეტ­ლში მჯდო­მა­რე უკი­დუ­რე­სად ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და...

ერთ-ერ­თმა მე­ნე­ჯერ­მა ჰკი­თხა ქალს, რა­ტომ იყო მისი ბიძა ასე­თი ფერ­მკრთა­ლი. რა­ზეც ქალ­მა უპა­სუ­ხა: "ის ყო­ველ­თვის ასეა”. და კვლავ გა­ნაგ­რძო გვა­მის და­ყო­ლი­ე­ბა, რომ კა­ლა­მი უფრო კარ­გად და­ე­ჭი­რა და ფურ­ცლებ­ზე ხელი მო­ე­წე­რა...

"ბი­ძია, შენ უნდა მო­ა­წე­რო ხელი, თუ არ ხარ კარ­გად, შე­მიძ­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­გიყ­ვა­ნო?" - ეუბ­ნე­ბო­და გარ­დაც­ვლილს დის შვი­ლი.

რო­გორც ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გა­მო­ძა­ხე­ბულ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გა­არ­კვი­ეს, ქალი ნამ­დვი­ლად გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვი იყო. მისი სა­ხე­ლია ერი­კა დე სო­უ­ზა ვი­ე­ი­რა ნუ­ნე­სი, მისი ბიძა, პა­უ­ლო რო­ბერ­ტო ბრა­გა, 68 წლის იყო და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე გარ­და­იც­ვა­ლა, სა­ნამ მის­მა ჭკვი­ან­მა დის შვილ­მა ფუ­ლის ასა­ღე­ბად ბან­კში მი­იყ­ვა­ნა.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დაც მი­ვი­და, მაგ­რამ კაცი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ქალი ად­გილ­ზე და­ა­პა­ტიმ­რეს. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი იკ­ვლე­ვენ, მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ თუ არა სხვა ნა­თე­სა­ვე­ბი თაღ­ლი­თო­ბა­ში.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა