თეგებით ძიება

თითქმის ყოველი მეორე მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ცემაზე და დაზიანებებზე - ლევან იოსელიანი

ლევან იოსელიანი "დღის ამბებთან" ამბობს, რომ დაკავებულების უმრავლესობა მასთან ყვება, როგორ იძალადეს სამართალდაცავებმა.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, სახალხო დამცველის თქმით, მასზე კორდონის მიღმა გაყვანის დროს იძალადეს.

(ცემეს) ზოგი დაკავებისას, ზოგი მანქანაში - სხვადასხვა გარემოებები არსებობს, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა,  არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არც დაკავებისას, არც მანქანაში და არსად არ შეიძლება არასათანადოდ მოეპყრო ადამიანს და მისი უფლებები დაირღვეს.

(ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში) მანქანაში არავის უცემია, როგორც ვიცი. როდესაც შეათრიეს კორდონის მიღმა, მაგ პერიოდში, დავარდა და მირტყამდნენ ფეხებსო...

თითქმის ყოველი მეორე მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ცემაზე და დაზიანებებზე, პირადად ვესაუბრე, ბევრი მანიფესტაცია ყოფილა, მაგრამ ამდენი - 32 ადამიანში ამდენი იყოს ნაცემი, პირველად ვნახე,“ - ამბობს იოსელიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა