თეგებით ძიება

სტუდენტები პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ

პარლამენტთან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან შეკრებილები.

სტუდენტები აცხადებენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შესახებ ცნობადობა უნდა გაიზარდოს, თუ რა საფრთხეებს შეიცავს მისი მიღება.

სტუდენტები რუსთაველიდან თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტის მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ.

მათი თქმით, რუსთაველიდან სახელმწიფოს უნივერსიტეტის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობას შემეცნებით ხასიათს მისცემენ.

აქციაზე მყოფი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ „პროპაგანდა არის აგორებული, თითქოს ახალგაზრდებმა არ იციან“, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შესახებ არაფერი და შესაბამისად, არ იციან რას აპროტესტებენ, რაც სინამდვილეში ასე არ არის. მათი თქმით, კანონპროექტი ქვეყნისთვის საზიანო და შესაბამისად, ის არ უნდა მიიღონ.

“ამ კანონით ცდილობენ, წაგვართვან მომავალი. სადაც არის ჩვენი მომავალი, იქ ვიდგებით ჩვენც”,- აცხადებენ სტუდენტები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა