რა ღირს მეთქი? და 60 ლარიო.. კილო ბალი გამოდის 600 ლარი - რას წერს ესმა კუნჭულია?
ჟურნალისტი ესმა კუნჭულია სოციალურ ქსელში ლამაზად შეფუთული ბლისა და ატმის ფოტოებს აქვეყნებს და ხილის მაღალ ფასზე წერს:
რა ღირს მეთქი? (ბახტრიონზე, გარაჟივით მაღაზიაში) და 60 ლარიო…
კილო მეთქი?
არაო ერთი ეს პაწია შეფუთვაო.
ამოცანა გეკითხებათ: რამდენი ლარის ბალია ფოტოზე?))
კილო გამოდის 600 ლარი. თითო ყუთში - 100 გრამია.
ატამი შეფუთვა 35 ლარი.
რა ჯიშის იყო და რა უბნელი გამყიდველმა არ იცოდა ხომ არ მეხუმრა? - წერს ესმა კუნჭულია.