თეგებით ძიება

მექსიკელ ქალს წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ დუნდულების ამპუტაცია გაუკეთეს

თვითმფრინავით მგზავრობისას ფილერები მის სხეულში გამკვრივდა.

მექსიკაში სოციალური მედიის ვარსკვლავს, 40 წლის იერედ ლიკონას, დუნდულოებიდან ქსოვილის თითქმის სამი მეოთხედი ამოუღეს მას შემდეგ, რაც მან ისინი ფილერებით გაიდიდა, წერს Mirror.

თვითმფრინავით ფრენის დროს მის სხეულში პოლიმერები გამაგრდა. აღმოჩნდა, რომ ნივთიერებამ გავრცელება დაიწყო და მოხდა ქსოვილის ინფიცირება.

ქალს განუვითარდა ASIA სინდრომი. ეს არის გადაჭარბებული აუტოიმუნური რეაქცია ორგანიზმში შეყვანილ სხვადასხვა ნივთიერებებზე, სილიკონის ჩათვლით. სიმპტომები მოიცავს ძლიერ ტკივილს, დაღლილობას, კოგნიტურ და ნევროლოგიურ პრობლემებს და სხვა. სინდრომი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს - ჩარევიდან რამდენიმე დღეში ან პროცედურებიდან 23 წლის შემდეგ.

Yered Licona აცხადებს, რომ არ დათანხმდა სილიკონის შეყვანას მის სხეულში. ის უბრალოდ ექიმს ენდობოდა და გაფრთხილების გარეშე, დუნდულოებში ფილერი გაუკეთეს.

image-1713352510.png

"მინდოდა ჩემი საოცნებო სხეული და აღმოვჩნდი სამედიცინო კოშმარში", - ამბობს სოციალური მედიის ვარსკვლავი.

წყარო: მკურნალი.გე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა