თეგებით ძიება

"ვერ მოახდენენ პოლიციელების დისკრედიტაციას, რადგან ეს ადამიანები უსაფრთხოებას ჯანმრთელობის ფასად იცავენ" - რატი იონათამიშვილი

ოპოზიცია ვერც პარლამენტის რეგლამენტში ერკვევა და არც საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქცია არ ესმის, ეს არახალია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, საზოგადოებამ ოპოზიციის ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ კარგად იცის.

„ის, რომ ახლა ოპოზიცია ინტერპელაციის ფორმატში შს მინისტრისთვის სხვა კითხვების დასმას აპირებს, უხერხულია. ქართველი სამართალდამცავები მოქმედებენ ევროპული, მაღალი სტანდარტის შესაბამისად. ვფიქრობ, ჩვენი პოლიციელებისგან ცალკეულ ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ სასწავლი. ოპოზიცია პოლიციელების დისკრედიტაციას ვერ მოახდენს, რადგან ეს ადამიანები უსაფრთხოებას საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იცავენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა