თეგებით ძიება

კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, ბუნდესტაგის უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება კანონს - მიხაელ როთი

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოს პრემიერს მიმართავს და ამბობს, რომ ბუნდესტაგის „აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს”.

„ძვირფასო, კობახიძე, გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა! მინდა დაგამშვიდოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს”. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ ევროკავშირის ღირებულებებისთვის”, – წერს როთი.

გერმანიის საელჩომ კანცლერის 12 აპრილს გაკეთებული განცხადების თარგმანი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მმართველი პარტიის წევრებმა ოლაფ შოლცის მათთვის მიუღებელი განცხადების დამახინჯებაში ქართველი თარჯიმანი დაადანაშაულეს.

თუმცა, საელჩოს მიერ ქართული თარგმანის გამოქვეყნებამდე საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა შოლცის განცხადება ინგლისურად თარგმნა და X(Twitter)-ზე გამოაქვეყნა. ასევე, გერმანიის კანცლერის კრიტიკული განცხადების სისწორე დაადასტურეს გერმანიის ბუნდესტაგის წევრებმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა