ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები - სალომე ზურაბიშვილი
ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France Info-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ წლევანდელი არჩევნები განსაზღვრავს ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწორედ ამიტომ არის ეს მოსახლეობა ასეთი მოტივირებული.
„ამიტომ არის ყველა ახალგაზრდა ქუჩაში; იციან, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ მათი ევროპული მომავალია. ამ მომავალს საქართველო უფრთხილდება, მისი პერსპექტივაა, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამ გზას მიუყვება და მასზე უარს არ იტყვის“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.