დღეს მიღებული ოფშორების კანონი, რუსულ კანონთან კომბინაციაში, პირდაპირი გზაა ცივილიზაციურ ჯოჯოხეთში - ნიკა გვარამია
„ახალის" თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია ოფშორების კანონის შესახებ, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს მიღებული ოფშორების კანონი, რუსულ კანონთან კომბინაციაში, პირდაპირი გზაა ცივილიზაციურ ჯოჯოხეთში. ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ. არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება, გამორიცხულია.
არა რუსულ მთავრობას!"