მხატვარი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა
69 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მხატვარი, ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას მისი მეუღლე, ხელოვნებათმცოდნე, ქეთევან კორძახია ავრცელებს.
„გარდაიცვალა ირაკლი სუთიძე.
გამოსვენება სახლიდან ორშაბათს, 22 აპრილს, 14:00 სთ.
მისამართი: ჩუღურეთი, ალ. ციმაკურიძის ქ.6“, - წერია გავრცელებულ პოსტში.