„საკუთარი მონური კარმუშკის მეტი არაფერი ადარდებთ მაგათ, მითუმეტეს „ეროვნული ღირსება“. სად ღირსება და სად მონა?“ - რას წერს ზურა ჯაფარიძე?
„გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ცალ ფეხზე არ დავდგებით“, „ვერ ჩაერევიან ჩვენს შიდა საქმეებში“, „არც ერთი გაერთიანება არ გვიღირს თუ ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება“ და ა.შ. ყველა მსგავსი მესიჯი არის რუსული პროპაგანდა.
არავინ არაფერში ერევა.
ყველაფერი იწყება იმით, რომ ჩვენ ვართ ღარიბები და გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიის 20%.
ამ ორი ფუნდამენტური პრობლემის (სხვაც ბევრი გვაქვს) მოსაგვარებლად, ჩვენ გვინდა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ დასავლური, თავისუფალი, დემოკრატიული სივრცის ნაწილი.
ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროკავშირის და ნატოს სრულფასოვანი წევრი.
ჩვენ! არავის სხვას!
ეს ორი კლუბი გვეუბნება, თუ გინდათ ჩვენი წევრობა, მაშინ:
სასამართლო უნდა იყოს მართლა სასამართლო.
არჩევნები უნდა იყოს მართლა არჩევნები.
კორუფციას მართლა უნდა ებრძოდეთ
და ოლიგარქი აღარ უნდა გმართავდეთო.
თუ გინდათ ჩვენი წევრობაო! თუ მართლა გინდათო!
თუ არ გვინდა, არავინ არაფერს გვთხოვს, ასობით სხვა ქვეყანასთან აქვთ ურთიერთობა და არაფერს სთხოვენ საერთოდ.
მაგრამ ჩვენ გვინდა!
იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება სასამართლოც და არჩევნებიც, ჩვენ გვჭირდება ეს ყველაფერი, არა მათ!
ნუ უსმენთ ამ &₾ეებს! ცალი ფეხი არა &₾ე! საკუთარი მონური კარმუშკის მეტი არაფერი ადარდებთ მაგათ, მითუმეტეს „ეროვნული ღირსება“.
სად ღირსება და სად მონა?“.