„მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი“ - დეა მელაძე გავრცელებულ სქრინზე
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ყოფილი ცოლი, დეა მელაძე სოციალურ ქსელში წერს:
„#არარუსულკანონს, #არარუსეთს
ამ ზარზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა, მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი, შესაბამისად განსჯის საგანიც ვერ იქნება“.
ცნობისთვის, სააგენტოების ნაწილმა გაავრცელა დეა მელაძის ფეისბუქ-პოსტი, სადაც ის ე.წ. რუსულ კანონს გმობდა.