თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

„ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, სხვადასხვა სფეროში შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა პაველ ჰერჩინსკის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში გაწეული ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა