თეგებით ძიება

ახალგაზრდული მარშის მონაწილეები გმირთა მოედანზე მივიდნენ და ფიცი დადეს

ახალგაზრდების თვითორგანიზებული აქცია-მსვლელობა გმირთა მოედანზეა. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები საღამოს 7 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, მარშით გაიარეს თავისუფლების მოედანი  იუსტიციის სახლამდე, იქიდან კი სანაპიროს გავლით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან მივიდნენ. ახალგაზრდებმა იქ ფიცი დადეს, რომ არასდროს შეეგუებიან მტრულ ძალას, რუსულ პროპაგანდას, რუსულ კანონებს და დაიცავენ ქვეყნის ინტერესებს.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას! ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდები ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას!

ვფიცავ, ვფიცავ, ვფიცავ! გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!“ - წაიკითხეს სტუდენტებმა გმირთა მოედანზე აღნიშნული ფიცი.

ფიცის დადების შემდეგ ახალგაზრდებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა