თეგებით ძიება

დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ - ნატალია ყიფშიძე

ქალების მარშს, რომელიც სტარტს, დღეს 5 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან აიღებს, მსახიობი ნატალია ყიფშიძეც შეუერთდება.

ნატალია ამბობს, რომ გახარებულია იმ ფაქტით, რომ ქალი პრეზიდენტიც, სალომე ზურაბიშვილი მათ გევრდით დგას და დარწმუნებულია, რომ მალე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ.

"თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენი პრეზიდენტი ქალია, რომელიც ჩვენ გვერდით დგას, ეს ფაქტი უკვე მახარებს. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ. ყოველ დღე ვარ აქციაზე, რადგან ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რადგან შარშან ვიბრძოლეთ და ახლა, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა მოგვაყენეს, რომ გადაიტანეს თავიანთი აზრი და ისევ იგივე გრძელდება. ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ, არ უნდა დავიღალოთ. პირიქით, ყოველ დღე კიდევ იზრდება მუხტი", - ამბობს ნატალია ყიფშიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა