თეგებით ძიება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას 10-მდე პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევა ჩაუტარდათ.

„ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას 10-მდე პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევა ჩაუტარდათ. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად ყველა საჭირო მედიკამენტი უფასოდ გადაეცათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, რუხის კლინიკის ხელმძღვანელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა