თეგებით ძიება

Tia.ge-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევა: გამოკითხულთა 59% სადაო კანონპროექტის გაწვევას ემხრობა

საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა 18-19 აპრილს. 500 რესპოდენტს რომელთაც თანხმობა განაცხადეს პასუხზე, უნდა დაეფიქსირებინათ პოზიცია კითხვაზე "ემხრობით თუ არა უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის გაწვევას მმართველი პარტიის მხრიდან?"

შედეგები ასეთია:

  • დიახ, ვემხრობი - 59.4%
  • არა, არ ვემხრობი - 40.6%

ცნობისთვის, ჩვენმა სააგენტომ კვლევა რამდენიმე კვირის წინაც ჩაატარა, სადაც გამოკითხულებს დავუსვით კითხვა ემხრობბოდნენ თუ არა კანონის მიღებას. მაშინ 66% განაცხადა, რომ მხარს არ უჭერდნენ კანონპროექტს. მიუხედავად ამისა პარლამენტმა 17 აპრილს კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. თბილისში კი ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა