თეგებით ძიება

ლევან ლორთქიფანიძე ხელისუფლებას: გონს მოდით!

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

ვუსმინე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას. ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაზე, ატომური ომის რიტორიკის გააქტიურებაზე, ატომური ომის საფრთხის ზრდაზე, ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში დანთებულ ხანძარზე ისაუბრა და სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ...

შენ დოლოცვილო, შენ ოჯახაშენებულო, სულ რამდენიმე კვირის წინ სიმშვიდე და სიხარული სუფევდა ერში, თხა და მგელი ერთად ძოვდა, ყველა იმაზე ფიქრობდა, სად ეშოვა ფული ევროპის ჩემპიონატზე წასასვლელად, არავის აღარ ახსოვდა პოლიტიკური კონფლიქტები და არჩევნები.

შენ დალოცვილო, შენ ოჯახაშენებულო რა გრჯიდათ, რომ ერთი წლის წინ უარყოფილი კანონი უკან შეამოაბრუნეთ ( თან პირობა გქონდათ დადებული, რომ არ დაუბრუნდებოდით ამ უსამართლო, მანკიერ კანონს) და თაღლითური პროვოკაცია მოუწყვეთ ხალხს, თაობას. 

ამ ბინძურ პროვოკაციას რომ აწყობდით, მაშინ არ არსებობდა ატომური ომის საფრთხე და რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებიდან გამომდინარე საშიშროება ??? ქვეყანაში წყალს რომ ამღვრევდით, მაშინ სტაბილურობაზე რატომ არ ფიქრობდით ??? ამ გლობალური რყევების ფონზე მთელს  ევროპასთან საქმის გაფუჭება, ნორმალურია ??? 

ძალიან მიხარია, რომ "ჯენზის" მიერ რუსთაველზე ფრენბურთის თამაშმა ივანიშვილისა და მისი მრჩევლების მიერ ჭადრაკის დაფაზე დალაგებული ფიგურები და წინასწარ გათვლილი კომბინაციები თავდაყირა დააყენა, მათი დაფა ააყირავა... 

ხელისუფლება კიდევ უფრო ღრმად არ უნდა შევიდეს მღვრიე წყალში! 

ქოცებო, ცეცხლს ნუ ეთამაშებით!

გამოსავალი არსებობს:

1. ჩათვალეთ, რომ ყვირილით ვამბობ:

უდიდესი უმრავლესობისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციის შევსება, მისი გასაჯაროება და სახელმწიფოსთვის გადაცემა. 

დავიწყოთ მუშაობა დეკლარაციის ფორმების შემუშავებაზე და ერთ კვირაში მივიღოთ ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში, რომელიც მათ შევსებას დაავალდებულებს ყველა ორგანიზაციას.

ნუუუუუუუ ატყუებთ ხალხს, თითქოს უდიდეს უმრავლესობას ეშინია დეკლარაციის გასაჯაროების! 

გნებავთ გამჭვირვალობა?! 

მიიღეთ იმ ხარისხის გამჭვირვალობა, რამდენიც გენებოთ და რამდენიც ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით შეიძლება იყოს გათვალისწინებული! 

არაააააააა პრობლემაააააააააააააააააააა !!!

2. უარი თქვით კანონზე, რომელიც ორგანიზაციებს მეხუთე კოლონად, აგენტთა კორპუსად აცხადებს. უარი თქვით კანონზე, რომელიც რუსეთთან და ჩინეთთან მარტო გვტოვებს!

სქემა მარტივია, ორი კვირაა ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ პასუხობს კითხვას - ხომ შესაძლებელია, რომ ამ ორი პუნქტის განხორციელებით ორივე მხარის გაცხადებული ინტერესი დაკმაყოფილდეს?  რა თქმა უნდა! მაგრამ არ უნდათ! 

რაც არ უნდა გაიგლიჯონ თქვენი მომხრეები, პასუხისმგებლობა სტაბილურობაზე უპირველესად ეკისრება ხელისუფლებას, რომელსაც პოლიციის გარეშე, კომპრომისული გადაწყვეტილებით  შეუძლია ამ პროვოკაციის დასრულება! მაგრამ არ ასრულებს და პირიქით, იმუქრება: "ჩვენებიც ქუჩაში რომ გამოვიდნენ, მერე რას შვებით?"

გონს მოდით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა