ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პალესტინის გაერო-ს შემადგენლობაში მიღება ისტორიული უსამართლობის გამოსასწორებლად გადადგმული ნაბიჯია
პალესტინის გაერო-ს შემადგენლობაში მიღება ისტორიული უსამართლობის გამოსასწორებლად გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ განაცხადა.
„პალესტინის გაერო-ს შემადგენლობაში დაუყოვნებლივ მიღება ხანგრძლივი ისტორიული უსამართლობის გამოსასწორებლად გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა ვანგ იიმ.
შეგახსენებთ, ხუთშაბათს, აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც პალესტინის გაერო-ს სრულუფლებიან წევრად აღიარებას ითვალისწინებდა, ვეტო დაადო.