თეგებით ძიება

ნათია თურნავა - ვაფასებ IMF-ის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს შემდგომი წარმატებული რეფორმების განხორციელებაში

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, რომელიც ვაშინგტონში იმართება, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საქართველოს დელეგაციასთან ერთად მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და World Bank-ის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, მქონდა სასიამოვნო შესაძლებლობა შევხვედროდი კრისტალინა გეორგიევას და პირადად მიმელოცა მისთვის სსფ-ის მმართველი დირექტორის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეტად ნაყოფიერი შეხვედრები გვაქვს ვაშინგტონში. ვაფასებ სავალუტო ფონდის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს შემდგომი წარმატებული რეფორმების განხორციელებაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა