უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს - სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება და მას მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა X-ზე გაავრცელა.
"აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის ორპარტიული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მოვლენაა. უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს. დიდება უკრაინას!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
დღეს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.