ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდობა, რომ მადლობის სათქმელად მოდის - სალომე ზურაბიშვილი
“მეც მადლობას გიძღვნით, რომ ხართ თავისუფალნი და ღირსეულნი, ძლიერნი და მართალნი” - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდების აქციას, რომელიც მესამე დღეა თბილისში იმართება.
აქციის მონაწილეები დღეს, ცოტა ხნის წინ ათონელის რეზიდენციასთან მივიდნენ და მხარდაჭერისთვის ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადეს:
"ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან.
მეც მადლობას გიძღვნით, რომ ხართ თავისუფალნი და ღირსეულნი, ძლიერნი და მართალნი.
არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, და რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული.
ამ გზას გავივლით ერთად!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.