თეგებით ძიება

2024 წლის პირველ კვარტალში ტურისტულმა ვიზიტებმა 2019 წლის მონაცემებს +6.4% -ით გადააჭარბა

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში  938,644 ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +11%-ია, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა +6.4%-ს შეადგენს.

იანვარი-მარტის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან ნიშნულს მიაღწია, ზრდა  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.6%-ია, რაც 2019 წლის მონაცემის 80.4% აღდგენაა.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული  მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა