თეგებით ძიება

ბიძინა, ფული და სკამი - ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამება - პაატა მანჯგალაძე

ბიძინა, ფული და სკამი - ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამება - ყველა ხელისუფლებამ, რომელიც რუსთაველზე თავისი ე.წ. მხარდამჭერებით შეეცადა ლეგიტიმაციას, ძალიან მალე დაასრულა ხელისუფლებაში ყოფნა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" განცხადებას, რომ "29 აპრილს, პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება ჩატარდება".

მან "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, თავი დაანებონ ილია ჭავჭავაძის ლოზუნგს და აღნიშნა, რომ "ისეთი ხალხი ლაპარაკობს სარწმუნოებაზე, ვინც ეკლესიაშიც არაა ნამყოფი".

"ბიძინა, ფული და სკამი - ეს არის "ქართული ოცნების" მთავარი სამება. ისეთი ხალხი ლაპარაკობს სარწმუნოებაზე, რომ დარწმუნებული ვარ, ეკლესიაშიც არაა ნამყოფი. ეს ფარისევლობა უნდა დასრულდეს. რატომ აკეთებს, ესაა მთავარი საკითხი. ყველა ხელისუფლებამ, ვინც რუსთაველზე თავისი ე.წ. მხარდამჭერებით შეეცადა ლეგიტიმაციას, ძალიან მალე დაასრულა ხელისუფლებაში ყოფნა. ხელისუფლება, რომელიც თავის თავს უტარებს აქციას, დიდხანს ვერ არის ხელისუფლებაში. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებასაც" დაუდგა ის დრო, როცა იმდენად არ სჯერათ, რომ ხელისუფლებაში არიან, სჭირდებათ 50 000 ძალით მოყვანილი საჯარო მოხელე ქუჩაში. არავინ საზოგადოებაში მხარდამჭერი არ ჰყავს ამ კანონპროექტს. დაანებონ თავი ილიას ლოზუნგს. ჩვენ წავალთ სწორედ, ილიას გზით ევროპაში, თქვენ მიდიხართ ბიძინას გზით რუსეთში," - განაცხადა მანჯგალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა