თეგებით ძიება

კობახიძე 24-25 აპრილს უნგრეთში ვიზიტს გეგმავს

პრემიერმინისტრის ბრძანებით ირკვევა, რომ ირაკლი კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 24-25 აპრილს უნგრეთში ჩასვლას გეგმავს. 

პრემიერთან ერთად უნგრეთში ჩადის საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას დაესწრება და ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი. დამატებითი დეტალები, მაგალითად ვის შეხვდება კობახიძე უნგრეთში, ამ ეტაპზე უცნობია.

ეს იქნება პრემიერმინისტრის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც 17 აპრილს მმართველმა გუნდმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პარალელურად, დღეს ცნობილი გახდა, რომ "ოცნება" 29 აპრილს რუსული კანონის მხარდასაჭერად აქციას გამართავს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა